ფრიდა კალოს ვირტუალური გამოფენა გაიხსნა

148

პლატფორმა Google Arts & Culture და 33 მუზეუმი მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს გრანდიოზულ ვირტუალურ გამოფენას ხსნის. მსურველებს შეეძლებათ კალოს 200-ზე მეტი ნამუშევარი იხილონ. ექსპოზიცია სახელად
Faces of Frida ნამუშევრების გარდა დამატებით მასალებსაც მოიცავს, მაგალითად ისეთებს, როგორებიცაა სტატიები და ბიოგრაფიული ჩანაწერები.

Google Arts & Culture არაკომერციული სეგმენტია, რომელიც მუზეუმების კოლექციების ციფრულ რეჟიმში გარდაქმნას უწყობს ხელს.