მიშელ პფაიფერის 22 მილიონი $-ის ღირებულების სახლი ლოს-ანჯელესში

44

მიშელ პფაიფერმა ქმართან, დევიდ ედვარდ კელისთან ერთად ლოს-ანჯელესში 22.3 მილიონი $ ღირებულების სახლი შეიძინა. სახლი ცნობილი არქიტექტორის, სტივ ჯანეტის დაპროექტებულია.

ის კლასიკურ სტილს თანამედროვე ინტერიერს უხამებს. მსახიობის სახლში 6 საძინებელი, 11 სააბაზანო, სპორტული დარბაზი და ღვინის სარდაფია. 61 წლის მიშელ პფაიფერი და 63 წლის დევიდი 26 წელია რაც დაქორწინებულები არიან. წყვილს ორი შვილი ჰყავს: ნაშვილები ქალიშვილი კლაუდია და 25 წლის ვაჟიშვილი ჯონი.