ჯარვის კოკერის ალბომის პრემიერა გადაიდო

129

ჯარვის კოკერმა თავისი სადებიუტო ალბომისა და დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ტურნეს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადატანის შესახებ განცხადება გააკეთა.

ალბომი Beyond The Pale 2020 წლის 1 მაისს უნდა გამოსულიყო, თუმცა არტისტის ვარაუდით მსმენელს 4 სექტემბრამდე მოცდა მოუწევს.

“მსგავსი ცვლილებები ძალიან მომაბეზრებელია, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, გესმით რატომაა ეს აუცილებელი”, – წერია განცხადებაში.