რუსთაველის თეატრი Covid-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების მიმართ მადლიერებას გამოხატავს

109

რუსთაველის თეატრი Covid-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების მიმართ მადლიერებას გამოხატავს და აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლის დასრულების შემდეგ, პირველ სპექტაკლებს სწორედ მათ მიუძღვნიან.

„რუსთაველის თეატრი მადლიერებას გამოხატავს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი მთავრობის, ეპიდემიოლოგების, ექიმების, რიგითი სამედიცინო პერსონალის, პოლიციის, სამხედრო ძალების, საბაჟოს და ჟურნალისტების წარმომადგენლების მიმართ. პანდემიასთან ბრძოლის დასრულების შემდეგ, რუსთაველის თეატრი პირველ სპექტაკლებს ამ გმირებს მიუძღვნის და მოიწვევს წარმოდგენებზე“, – წერია რუსთაველის თეატრის ოფიციალურ გვერდზე.