ევროვიზიის გულშემატკივრებს სპეციალურ შოუს შესთავაზებენ

45

Covid 19-ის პანდემიის გამო, არაერთი ღონისძიება გაუქმდა, მათ შორის ევროვიზია 2020, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრი – BBC, 16 მაისს, როდესაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალი უნდა გამართულიყო, ევროვიზიის გულშემატკივრებს სპეციალურ შოუს “Eurovision:Come Together” შესთავაზებს.

ცნობილია, რომ შოუს წამყვანი Graham Norton იქნება. სხვა დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია.