Metallica ონლაინ-კონცერტების სერიას იწყებს

335

ამერიკული მეტალ-ჯგუფი Metallica აცხადებს, რომ ყოველკვირეულ კონცერტებს Metallica Mondays ონლაინ სივრცეში იწყებს.

როკერების თქმით, ყოველ ორშაბათს Youtube-სა და Facebook-ზე ძველი შოუების ჩანაწერები გამოქვეყნდება. ამგვარად ჯგუფი ცდილობს შეუერთდეს სხვა მუსიკოსებს და მხარი დაუჭირონ მოსახლეობას გლობალური პანდემიის პირობებში.

პირველი გამოქვეყნებული ვიდეო ირლანდიაში 2019 წლის ივნისში ჩატარებული კონცერტის ჩანაწერია.