რა პირობით აგრძელებს პოლ მაკ-კარტნი სიმპსონებთან თანამშრომლობას

300

სერიალ “სიმპსონების” სცენარისტებმა ჟურნალისტებს უამბეს, თუ რა პირობით თანამშრომლობს მუსიკოსი პოლ მაკ-კარტნი მათ პროექტთან.

ყოველი შეხვედრისას პოლი კითხულობს, რჩება თუ არა ლიზა ვეგეტარიანელად. ლეგენდარული მუსიკოსი და მისი მეუღლე ლინდა პირველად სერიალში 1995 წელს გამოჩნდნენ. სწორედ ამ ეპიზოდში ხდება ლიზა ვეგეტარიანელი. შოუს კონსულტანტის, დევიდ მირკინის განცხადებით, ის სიამოვნებით ასრულებს პოლ მაკ-კარტნის მოთხოვნას.