დიდ ბრიტანეთში ექიმი პაციენტებს უმღერის

507

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი, პაციენტებისა და თანამშრომლების გახალისებას სიმღერით ეცადა. მან ჯაკომო პუჩინის ოპერა “ტურანდოტიდან” არია Nessun Dorma შეასრულა.

“ჩვენი თანამშრომელი ალექსი, რომელიც ასევე საოპერო მომღერალიცაა, ინგლისის ეროვნულ ჯანდაცვის სამსახურს კორონავირუსის პანდემიის გამო დაუბრუნდა. ბრავო”, – წერენ ალექსის თანამშრომლები.