ჯგუფ DAF-ის წევრი გაბრიელ დელგადო-ლოპესი გარდაიცვალა

205

გერმანული ელექტრო-პანკ-ჯგუფის Deutsch-Amerikanische Freundschaft (DAF) ფრონტმენი, გაბრიელ დელგადო-ლოპესი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ძვირფასო გაბი, კარგ მოგზაურობას გისურვებ, სადაც არ უნდა მიეშურებოდე. და გპირდები, რომ DAF-ის დროშას მუდამ აღმართულს ვატარებ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, შენი რობერტი”, – წერს მისი კოლეგა, რობერტ გერლი.

მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.