ცნობილი კამერუნელი ჯაზმენი მანუ დიბანგო 87 წლის ასაკში, კორონავირუსისგან გარდაიცვალა.
ჯაზმენის მიერ გაკეთებულ COVID-19-ის ტესტზე და დადებით შედეგზე წინა კვირას გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსი საფრანგეთში მკურნალობდა.
ზოგიერთი წყაროს თანახმად, დიბანგო კორონავირუსით სწორედ პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში მისვლისას დაინფიცირდა.