გერმანიის უფლებამფლობელთა ასოციაცია თავის წევრებს პანდემიის დროს ეხმარება

56

არასამთავრობო ორგანიზაცია GEMA, რომელიც გერმანიაში საავტორო უფლებების კოლექტიურ მართვას ახორციელებს, თავის წევრებს ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დროს დაეხმარება. პროექტისთვის 40 მილიონი ევრო გამოიყო.

ორგანიზაცია ორმხრივ პროგრამას გეგმავს: ერთ-ერთი მიმართულება “Protective Shield” იმ არტისტებს დაეხმარება, რომელთა ფინანსური მდგომარეობაც მკვეთრად გაიარესდა, ხოლო მეორე “Corona Relief Fund” სოციალური და კულტურული მხარდაჭერის ფარგლებში დორებით მატერიალურ დახმარებას გაუწევს ორგანიზაციის წევრებს.

ორგანიზაციის განცხადებით, მათ მოუწიათ ამ ზომების მიღება, რათა GEMA-ს წევრებს კუთვნილი ჰონორარების მიღება შეძლებოდათ.