მუსიკოსის ადვოკატი Covid-19-ის საფრთხის გამო მის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს

137

საპატიმროში მყოფი მომღერლის Tekashi 6ix9ine-ის ადვოკატი, Covid-19-ის საფრთხის გამო, არტისტის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

ადვოკატის განცხადებით, სიქსნაინს ასთმა აქვს და იმ შემთვევაში, თუ ის ახალი კორონავირუსით დაინფიცირდება, მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდება.

ცნობისთვის, ტეკაში სიქსნაინი 2018 წლის, 18 ნოემბერს დააკავეს. მას 47 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მუსიკოსმა, 9 ბრალდება აღიარა, რის შედეგადაც მას სასჯელი შეუმსუბუქდა. გავრცელებული ცნობით, მუსიკოსი საპატიმროს, 2020 წლის, 2 აგვისტოს დატოვებს.