მადონამ კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება საკუთარი აბაზანიდან გააკეთა

245

მადონამ ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, რომელიც აბაზანაშია გადაღებული.

“COVID-19 არ ადარდებს რამდენად მდიდარი ხარ, რამდენად ცნობილი ხარ, რამდენად სახალისო ან ჭკვიანი ხარ, სად ცხოვრობ, რამდენი წლის ხარ, როგორი ისტორიების მოყოლა შეგიძლია. ის უდიდესი მათანაბრებელია. ყველა ერთ ნავში ვართ და თუ გემი ჩაიძირება, ყველა ერთად დავიხრჩობით”, – ამბობს მუსიკოსი.