პლასიდო დომინგოს კორონავირუსი აქვს

181

საოპერო მომღერალმა პლასიდო დომინგომ განაცხადა, რომ მას ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული განცხადება დომინგომ საკუთარ Facebook გვერდზე გააკეთა.

“ვთვლი, რომ ჩემი მორალური ვალია გაცნობოთ, რომ Covid-19 ტესტზე დადებითი შედეგი მაქვს. მე და ჩემი ოჯახი თვითიზოლაციაში ვიმყოფებით. მე მქონდა სიცხე და ხველება, ამიტომაც გადავწყვიტე ტესტის ჩატარება,” – წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ პლასიდო დომინგო 79 წლისაა.