მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდასტურდა

69

მონაკოს პრინცს ალბერ მეორეს კორონავირუსი აქვს. სამეფოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით ტესტი კვირის დასაწყისში გაკეთდა და შედეგი პოზიტიური აღმოჩნდა. 62 წლის პრინცი თავს კარგად გრძნობს და საკუთარი აპარტამენტებიდან მუშაობას განაგრძობს.

ცნობისათვის, პრინცმა მოსახლეობას კარანტინის დაცვისკენ მოუწოდა, ხოლო სკოლები, სამორინეები, საკონცერტო დარბაზები, რესტორნები და სხვა საჯარო სივრცეები მონაკოში დახურულია.