“გლასტონსბერის” ორგანიზატორებმა ფესტივალის ერთი წლით გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
“გასაგებია, ფესტივალის 50-ე იუბილეზე ამას ნამდვილად არ მოველოდით. მაგრამ ვითვალისწინებთ სახელმწიფოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ახლა ეს ერთადერთი მისაღები ვარიანტია”, – წერია მაიკლ და ემილი ევისების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ივნისის ბოლოს დიდ ბრიტანეთში სიტუაცია გაუმჯობესდება, მაგრამ ასეც თუ მოხდა, ისინი ვერ მისცემენ თავს უფლებას ფესტივაი ჩაატარონ.