ხელოვნების სასახლე დამთვალიერებლებს ვირტუალურ სივრცეს სთავაზობს

169

როგორც იცით, კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით მუშაობა შეწყვიტა ხელოვნების სასახლემ. სწორედ ამიტომ, სასახლის ადმინისტრაციამ დამთვალიერებლებს, სამი ვირტუალური სივრცე შესთავაზა.

„ძვირფასო მეგობრებო ხელოვნების სასახლე, ამ პერიოდში გთავაზობთ, რამდენიმე ვირტუალურ სივრცეს:

1. ეს არის მუზეუმის ვირტუალური დათვალიერება, რომელიც 3D რეჟიმში მოიცავს 12 საგამოფენო დარბაზს, სასახლის უკვდავთა თაღსა და პრინცისეული ბაღის დათვალიერებას. შესაბამისი ბმული: http://360.artpalace.ge

2. აბსოლიტურად უფასოა მუზეუმის ელქტრონული წიგნების ბიბლიოთეკაზე წვდომა, ბიბლიოთეკა მოიცავს 30 წიგნსა და კატალოგს. შესაბამისი ბმული:
http://www.artpalace.ge/ge/art_palace/3

3. ხელოვნების სასახლე გუგლის კულტურულ სივრცეში გთავაზობთ, 8 უნიკალური ონლაინ კოლექციის დათვალიერებას, სადაც შეგიძლიათ გამოიყენეოთ zoom in -ის შესაძლებლობები. შესაბამისი ბმული:
https://artsandculture.google.com/partner/georgian-state-museum-of-theatre-music-film-and-choreography-art-palace

გისურვებთ ჯანმრთელობას“, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.