ჯარედ ლეტომ პანდემიის შესახებ ახლა გაიგო

104

ორ თვეზე მეტია რაც მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსი გავრცელდა, თუმცა მომღერალმა ჯარედ ლეტომ ვირუსის შესახებ ახლა გაიგო.

მიზეზი, თუ რატომ არ იცოდა აქამდე მან პანდემიის შესახებ არის ის, რომ მუსიკოსი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში უდაბნოში მედიტირებდა.

„12 დღის წინ უდაბნოში მედიტაცია დავიწყე. იზოლირებული ვიყავით. არც ტელეფონები გვქონია და არც ვინმესთან კომუნიკაცია. გუშინ დავბრუნდი და სრულიად განსხვავებული მსოფლიო დამხვდა. გამაოგნებელია. მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან ვიგებ რა სიტუაციაა მათთან. ყველას გიგზავნით პოზიტიურ ენერგიას. დარჩით სახლში და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას”, – წერს ლეტო სოციალურ ქსელში.