მაკ-კარტნის პიანინოს ესკიზების მპოვნელმა შესაძლოა 2500 დოლარი მიიღოს

420

სერ პოლ მაკ-კარტნის ფსიქოდელიური პიანინოს ესკიზების მპოვნელს შესაძლოა 2500 დოლარი გადაეცეს. ენდი კლაინსმა ნახატები ნაგავში მანჩესტერის სიახლოვეს, 1999 წელს იპოვა. 20 წლის განმავლობაში კლაინსი ინახავდა ესკიზებს, ხოლო შემდეგ გადაწყვიტა ექსპერტებისთვის ეჩვენებინა.

აღმოჩნდა, რომ ესკიზები 1967 წელს ლეგენდარული მუსიკოსის პიანინოს შექმნის პროცესში დახატეს და ახლა მათ Omega Auctions-ზე გაყიდიან. ექსპერტების განმარტებით, ნახატების საშალო ფასი 2500 დოლარია.