ცნობილი იტალიელი არქიტექტორი კორონავირუსმა იმსხვერპლა

72

კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონიისგან იტალიელი არქიტექტორი ვიტორიო გრეგოტი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არქიტექტორი მილანის საავადმყოფოში კვირას მოათავსეს.

974-1976წწ გრეგოტი ვენეციის ბიენალეს სახვითი ხელოვნების დირექტორი იყო.

მისივე მონაწილეობით 1992 წელს ბარსელონის ოლიმპიური სტადიონის რეკონსტრუქცია განხორციელდა.

1990 წელს ვიტორიო გრეგოტი გახდა პროექტის ავტორი, რომლის მიხედვითაც გენუაში სტადიონი “ლუიჯი ფერარისი” აღადგინეს.

მისივე სტუდიამ Gregotti Associati International ისეთ პროექტები განახორციელა, როგორებიცაა არჩიმბოლდის თეატრი მილანში, საფრანგეთის ექს-ან-პროვანსის თეატრი, ლისაბონის კულტურის ცენტრი ბელემი და ბევრი სხვა.