მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ხმისჩამწერი კომპანიის Universal Music-ის ხელმძღვანელს, ლუჩიან გრეინჯს კორონავირუსი დაუდასტურდა.
60 წლის გრეინჯი ახლა ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს.
ცნობისათვის, კალიფორნიის ქალაქ სანტა-მონიკაში მდებარე კომპანიის შენობა პარასკევს დაიხურა, რადგანაც ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 აღმოაჩნდა.