მეტროპოლიტენ-ოპერა საუკეთესო სპექტაკლების HD ფორმატში ტრანსლაციას იწყებს

365

ნიუ-იორკის თეატრი მეტროპოლიტენ-ოპერა, რომელიც მარტის ბოლომდე კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა, საუკეთესო სპექტაკლების HD ფორმატში ტრანსლაციას ყოველდღიურად იწყებს.

უფასო წარმოდგენების ნახვა მაყურებელს თეატრის საიტსა და მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლება.

კლასიკური ხელოვნების მოყვარულებს საშუალება ექნებათ პოპულარული და ჯილდოს მფლობელი სპექტაკლები ნახონ.

“ამგვარად გვინდა ოპერის მოყვარულები დავამშვიდოთ. ყოველ საღამოს ახალ ოპერას შემოგთაბაზებთ”, – განაცხადა თეატრის გენერალურმა დირექტორმა პიტერ გელბმა.

პირველს მაყურებელი ჟორჟ ბიზეს “კარმენს” იხილავს, რომელშიც მთავარ როლს ელინა გარანჩა ასრულებს. 18 მარტს ჯუზეპე ვერდის “ტრავიატაა” ჩანიშნული, ხოლო შაბათს, 21 მარს გაეტანო დონიცეტის “ლუჩია დე ლამერმურის” 2009 წლის ჩანაწერი გავა ეთერში.