ჯენეზის პი-ორიჯი გარდაიცვალა

272

ბრიტანელი მუსიკოსი, მწერალი და მხატვარი ჯენეზის პი-ორიჯი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პი-ორიჯი 1950 წლის 22 თებერვალს მანჩესტერში დაიბადა. ის მუსიკალური სტილის ინდასტრიალის ფუძემდებლად ითვლება. მან 1967 წელს ლეიბლი Industrial Records დააფუძნა.

ბოლო 2 წლის განმავლობაში მუსიკოსი ლეიკემიას ებრძოდა.