რა ბედი ელის კანის კინოფესტივალს?

51

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზიდენტმა, პიერ ლესკიურმა განაცხადა, რომ ფესტივალს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააუქმებენ, თუ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია გაუარესდება, თუმცა ის მომავალს ჯერ-ჯერობით ოპტიმიზმით უყურებს.

“ვიმედოვნებთ, რომ ეპიდემიის პიკი მარტის ბოლოს იქნება, ხოლო აპრილში ბევრად თავისუფლად შევძლებთ ყველაფერს. ყურადღბით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს და თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, ფესტივალს გავაუქმებთ.

კომიტეტი ფილმების შერჩევას აგრძელებს, ხოლო ნომინანტთა სია 16 აპრილს, პრეს-კონფერენციის ფარგლებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ჩვენება 12-23 მაისს ლაჟვარდოვან სანაპიროზე უნდა გაიმართოს.