კორონავირუსის გამო ბობ დილანის ტურნე გაუქმდა

211

ამერიკელი ავტორისა და შემსრულებლის ბობ დილანის საკონცერტო ტური იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გაუქმდა.

მომღერალი იაპონიის ქალაქებში კონცერტების გამართვას 1-24 აპრილს გეგმავდა. შოუს ორგანიზატორებმა ღონისძიების გაუქმების გამო ბოდიში მოიხადეს.

“ვითვალისწინებთ რა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას, ჩვენმა პრემიერ მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს ან/და გადაიტანოს სხვა თარიღზე ყველა დაგეგმილი კონცერტი”, -ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

სულ დილანს იაპონიაში 15 კონცერტი უნდა გაემართა.