გლასტონსბერი 2020 მონაწილეთა სიას აქვეყნებს

227

ფესტივალ გლასტნსბერის ორგანიზატორებმა მონაწილეთა სია გამოაქვეყნეს. ფესტივალი 24-28 ივნისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება.

“ბევრი ფიქრისა და მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ვაქვეყნებთ გლასტონსბერი 2020-ის მონაწილეთა სიას. დღს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა 50-3 ფესტივალი ივნისში ჩატარდეს. არავინ იცის რა მოხდება 15 კვირის შემდეგ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დედამიწაზე უდიდეს შოუს მოვაწყობთ”, – ნათქვამია ფესტივალის დამფუძნებლის ქალიშვილის, ემილი ევისის განცხადებაში.

ფესტივალის ჰედლაინერები არიან კენდრიკ ლამარი, პოლ მაკარტნი და ტეილორ სვიფტი. ასევე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: დაიანა როსი, ტომ იორკი, ლანა დელ რეი, კეისი მასგრეივსი, რობინი, ჯარვის კოკერი, შინეიდ ო’კონორი, კამილა კაბელო, დუალ ლიპა, ნოელ გალაჰერი, Manic Street Preachers, Primal Scream, Jesus & Mary Chain, Supergrass, Haim, Pet Shop Boys, Cage the Elephant, Thundercat და სხვები.