ლედი გაგამ ახალი ალბომი დააანონსა

250

ლეგენდარულმა მომღერალმა, ოსკარის მფლობელმა ლედი გაგამ ფანებს დიდი სიურპრიზი მოუწყო და ახალი ალბომი დააანონსა. გაგა ახალ ალბომს 10 აპრილს გამოუშვებს.

ალბომს Chromatica ერქმევა და ის მომღერლის რიგით მეექვსე ნამუშევარი იქნება. შეგახსენებთ, რომ ლედი გაგამ სულ ცოტა ხნის წინ ახალი სიმღერაზე Stupid Love გადაღებული კლიპიც წარუდგინა საზოგადოებას.