“სამუდამოდ მარტო ვიქნები” სელენა გომეზი ინტერვიუში “არარსებულ” პირად ცხოვრებაზე საუბრობს

310

27 წლის ამერიკელმა მომღერალმა სელენა გომეზმა Genius-თან პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მომღერალმა განაცხადა, რომ დიდი ხანია ურთიერთობა არავისთან ჰქონია: “ზოგჯერ ვიღვიძებ და ვფიქრობ, ისეთი მოწყენილი ვარ, ვამბობ, რომ სამუდამოდ მარტო ვიქნები-მეთქი. მაგრამ გადის 15 წუთი და საკუთარ თავს ვეუბნები, იცი რა, ამ სამყაროში ყველა ადამიანისთვის არსებობს ვიღაც, უბრალოდ დროა საჭირო.”