ვენის სახელმწიფო ოპერა სპექტაკლებს აუქმებს

95

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ვენის სახელმწიფო ოპერა 10–31 მარტს დაგეგმილ ყველა ღონისძიებას აუქმებს.

მაყურებლებს შეუძლიათ უკვე შეძენილი ბილეთები 2020 წლის 30 ივნისამდე დააბრუნონ.

“ავსტრიის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილების გამო ვენის სახელმწიფო ოპერა აუქმებს ყველა დაგეგმილ ღონისძიებას მარტის ბოლომდე”, – აღნიშნავენ ოპერის დირექციაში.