სასამართლომ Stairway To Heaven-ის ავტორად Led Zeppelin ცნო

262

ბრიტანულმა როკ–ჯგუფმა Led Zeppelin Stairway To Heaven-ის ავტორობის თაობაზე სასამართლო დავაში გაიმარჯვა. აშშ–ის მეცხრე ოლქის, სან–ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლოს 9 ნაფიცმა მსაჯულმა განაცხადეს, რომ სიმღერაში პლაგიატის ნიშნები არაა.

სასამართლო დავა 2016 წლის ივნისში დაიწყო. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მუსიკოსებმა საავტორო უფლებები დაარღვიეს და 1971 წელს გამოსულ სიმღერაში ამერიკული ჯგუფის Spirit-ის 1967 წლის კომპოზიცია Taurus–ის ფრაგმენტები მიითვისეს.