ჯარედ ლეტო სიკვდილს გადაურჩა

183

ამერიკული ჯგუფის Thirty Seconds to Mars-ის წევრი ჯარედ ლეტო სიკვდილს გადაურჩა. ამის შესახებ მომღერალმა ტვიტერზე დაწერა.

როგორც არტისტი წერს, ის პროფესიონალ მცოცავ ალექს ჰონოლდთან ერთად კლდის დალაშქვრისას გარკვეულ სიმაღლეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ქვამ მისი ბაგირი გადასერა. საბედნიეროდ ის გადარჩა, რადგან ალექსს დაზღვეული ჰყავდა.