Coachella შესაძლოა აპრილის ნაცვლად ოქტომბერში გაიმართოს

106

მუსიკალური ფესტივალი Coachella, რომელიც 2020 წლის აპრილში კალიფორნიაში იყო დაგეგმილი, შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების გამო ოქტომბერში გაიმართოს.

ფესტივალზე უნდა გამოსულიყვნენ ლანა დელ რეი, Rage Against the Machine, ტრევის სკორი და სხვები.

ცნობისთვის, Coachella აშშ–ის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ფესტივალია და ის 1999 წლიდან შტატ კალიფორნიაში ყოველწლიურად იმართება.