კორონავირუსის გამო კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ქორწილი გადადეს

272

კორონავირუსის გამო ამერიკელმა მომღერალმა კეტი პერიმ და მსახიობმა ორლანდო ბლუმმა ქორწილი გადადეს.

გამოცემა Page Six-ის ინფორმაციით წყვილის ქორწილი იაპონიაში, ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა ვირუსის გამო ის გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ცნობისთვის, კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ბავშვს ელოდებიან.