მეცნიერებმა გაარკვიეს რომელი მუსიკა ამშვიდებს კატებს

214

ლუიზიანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რომელი მუსიკა ამცირებს სტრესს კატებში, როდესაც ისინი ვეტერინართან სხვადასხვა პროცედურებს გადიან.

აღმოჩნდა, რომ შინაური ცხოველებისთვის სპეციალურად დაწერილი კომპოზიცია დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ კატების კლასიკურ ნაწარმოებებს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა უახლეს კვლევებში ტრეკი Scooter Bere’s Aria გამოიყენეს, რითაც მისი ყველაზე მაღალი ეფექტურობა დადასტურდა.