ნატალი პორტმანი მობის ტყუილში ადანაშაულებს

322

მობიმ თავის მემუარებში პირადი ცხოვრების შესახებ დაწერა. წიგნში „Then It Fell Apart“ მუსიკოსი მოგვითხრობს, რომ ლანა დელ რეისთან, კრისტინა რიჩისთან და ნატალი პორტმანთან  რომანი ჰქონდა. თუმცა პორტმანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

„შოკირებული ვიყავი, როდესაც მობიმ ჩვენი ნაცნობობის მცირე მონაკვეთს რომანი უწოდა. მისი თქმით მე 20 წლის ვიყავი, მაგრამ ეს ტყუილია. მოზარდი ვიყავი. უსიმოვნოა, რომ ჩვენი უბრალოდ ნაცნობობის ისტორია ამგვარად გადააკეთა და ეს ყველაფერი წიგნის გასაყიდად იყო გაკეთებული“, – განაცხადა ნატალი პორტმანმა.

რაც შეეხება ლანა დელ რეის მათ ერთმანეთი 2006 წელს გაიცნეს. ლანა მაშინ საზოგადოების ცნობილი არ იყო. მობის თქმით, მათ ბარში ერთმანეთს აკოცეს, რის შემდეგაც მუსიკოსმა დამწყებ მომღერალს მასთან სახლში წასვლა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. მეორე დღეს მათ პაემანი ჰქონდათ, რომლის შემდეგაც ლანა დელ რეიმ მობისთვის პიანინოზე დაუკრა და ეს საღამოც მხოლოდ კოცნით დასრულდა.