Korn-ის გიტარისტი მუსიკოსებისთვის სპა–ცენტრს ხსნის

104

ჯგუფ Korn-ის გიტარისტი ბრაიან “ჰედ” უელჩი აცხადებს, რომ სპა–ცენტრების ქსელს, სახელად Zivel ხსნის. მუსიკოსის განმარტებით, ცენტრები პირველ რიგში გასტროლების შემდეგ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენას შეუწყობენ ხელს.

“ხანგრძლივი, უძილო ღამეები ავტობუსში, მუდმივი ხმაური, იზოლაცია ოჯახისგან და დაუსრულებელი მგზავრობა ქალაქიდან ქალაქში, იწვევენ არამხოლოდ დაღლილობას, არამედ დეპრესიასაც. ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი. 2005 წელს მრავალწლიანი დეპრესიისგან განკურნების საშუალება ვიპოვე. ახლა მზად ვარ სხვებსაც დავეხმარო”, – აცხადებს უელჩი.