კრისტინა აგილერამ Ave Maria შეასრულა

274

კომპოზიტორ ფრანც შუბერტის ნაწარმოები Ave Maria, რომლის არაერთი ვერსია არსებობს, ამჯერად მომღერალმა კრისტინა აგილერამ ლოს ანჯელესში შეასრულა.

ხსენებული ნაწარმოები, აგილერამ ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა.

ცნობისთვის, კობი ბრაიანტი 26 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.