ჯგუფმა Kraftwerk 3D ტურნე დააანონსა

82

გერმანულმა ჯგუფმა Kraftwerk 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით 3D ტურნე დააანონსა. ისინი კონცერტებს ამერიკასა და კანადაში ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ჩაატარებენ. ტურნეს ფარგლებში სულ 27 შოუ გაიმართება.

ცნობისთვის, Kraftwerk 1970 წელს შეიქმნა. 2014 წელს კოლექტივს მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გრემი გადაეცა.