მაიკლ ბუბლეიმ კონცერტი გორილებისთვის გამართა

199

მაიკლ ბუბლეიმ ავსტრალიის ზოოპარკ Werribee Open Range–ში უჩვეულო კონცერტი გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ ზოოპარკის თანამშრომლებმა პრესასთან საუბარში აღნიშნეს, რომ ვერცხლისფერი გორილები ბუბლეის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები არიან.

“დაბალი ტონალობის ლამაზი ხმა მათ აშკარად ძალიან მოსწონთ. როდესაც სიმღერა “Christmas”-ს ვრთავთ, გორილები სიამოვნების ხმებს გამოსცემენ”, – განმარტეს თანამშრომლებმა.

ამის შემდეგ, მაიკლი ავსტრალიას ეწვია და გორილებისთვის ცოცხალი შესრულება წარადგინა.