ცნობილმა ესპანელმა საოპერო მომღერალმა პლასიდო დომინგომ ბოდიში მოუხადა იმ ქალებს, რომლებიც მას სექსუალურ დანაშაულში სდებენ ბრალს. ასევე მომღერალი აცხადებს, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს თავი ქმედებებზე.
“პატივს ვცემ იმას, რომ ამ ქალებმა ბოლოს თავი კომფორტულად იგრძნეს და გამოთქვეს თავისი აზრი, მინდა იცოდეთ, რომ გულწრფელად ვნანობ მათთვის ტკივილის მიყენებას”, – განაცხადა დომინგომ.
შეგახსენებთ, რომ პლასიდო დომინგო ცხრა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში.