კრისტიან ლუბუტენის გამოფენა პარიზში გაიხსნა

102

პარიზის საგამოფენო ცენტრ Palais de la Porte Dorée–ში ცნობილი ფრანგი დიზაინერ–მოდელიერის კრისტიან ლუბუტენისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

“როგორც კი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცმევთ, თქვენი დგომის მანერა იცვლება, იცვლება თქვენი სილუეტი – სწორედ ამიტომ მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი. არ მსურს ჩემს ფეხსაცმელზე თქვან, რომ ის კომფორტულია, ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვან, რომ ის ლამაზია”, – აცხადებს ლუბუტენი.

“ეს ძალიან მრავალფეროვანი გამოფენაა, ის შეესაბამება იმ ადამიანის ხასიათს, რომელმაც 30 წლის განმავლობაში შექმნა ის, რამაც ყველა პოპულარულ კულტურაზე აალაპარაკა”, – აცხადებს გამოფენის კურატორი ოლივიე გაბე.

ექსპოზიცია 2020 წლის 26 ივლისამდე ღიაა.