ჯიჯი ჰადიდის ყველაზე თამამი ნაბიჯი: მოდელმა ზეინ მალიკის დასაცავად კორექტულობაზეც კი უარი თქვა

108

რამდენიმე კვირის წინ, ჯიჯი ჰადიდმა და ზეინ მალიკმა მოულოდნელი ერთობლივი გამოჩენით ურთიერთობის აღდგენის შესახებ აალაპარაკა საზოგადოება. ხოლო მას შემდეგ, რაც ვალენტინობის დღე მოდელმა საყვარელ მამაკაცს გულთბილი პოსტით მიულოცა, მან კიდევ ერთი, ამჯერად უფრო თამამი ნაბიჯით გააოცა გულშემატკივარი. საქმე Youtube-ის ერთ-ერთი ვლოგერს – ჯეიკ პოლის კომენტარს ეხება, “ზეინმა მე ყოველგვარი მიზეზის გარეშე უხეშად მომიშორა მაშინ, როცა მე მისადმი კარგად ვიყავი განწყობილი.. ზეინ, თუ ახლა ამას კითხულობ.. შეწყვიტე გარშემომყოფების მიმართ ბრაზის ნთხევა, თანაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სასტუმროს ნომერში მარტოს გიწევს დაბრუნება,” – დაწერა მან ჯეიკს მოულოდნელად ჯიჯი ჰადიდიც გამოემხაურა, “სასაცილოა, და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მას იუთუბერებთან გართობა არ სურს? .. მას მე ვყავარ, ძვირფასო. Unbothered by Your Irrelevant Ugly A**. Go to bed”- სწორედ ასე იძია ლამაზმანმა შური საყვარელი მამაკაცის გამო.