გადაცემა American Idol-ის გადაღებისას გაზმა გაჟონა

93

გადაცემა American Idol-ის გადაღებისას გაზმა გაჟონა, ხოლო კეტი პერის სასწრაფო დახმარების მომსახურება დასჭირდა. ორეგონში გადაცემა, American Idol-ის შესარჩევი ტურის გადაღება მიმდინარეობდა, როდესაც უეცარი ინციდენტი მოხდა და დარბაზში გაზმა გაჟონა. ამის შესახებ გადაცემის რეკლამაში შევიტყეთ, როგორც ჩანს ერთ-ერთი ჟიურის წევრი, კეტი პერი შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო დახმარების მომსახურება დასჭირდა. რეკლამაში ვიგებთ თუ როგორ ეკითხება კეტი პერი ჟიურის სხვა წევრებს, გრძნობენ თუ არა ისინი გაზის სუნს, შემდეგ კი ამბობს, რომ ცუდადაა, დარბაზიდან გადის და გული მისდის. კეტი პერის სასწრაფო დახმარება ქუჩაში მოემსახურა. როდესაც მომღერალმა თავი შედარებით უკეთ იგრძნო მან ფოტოები გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა.