მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ინსტაგრამის თითოეული პოსტით ქეითსა და პრინც უილიამზე ორჯერ მეტს გამოიმუშავებენ

123

ცნობილი ადამიანებისთვის სოციალური ქსელები, რომლებშიც მათ მილიონობით გამომწერი ჰყავთ, სერიოზული შემოსავლის წყაროა. გამონაკლისს არც სამეფო ოჯახის წევრები წარმოადგენენ, რომელთა მოგება თითოეულ პოსტში საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს. როგორც ირკვევა, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი თითოეულ გამოქვეყნებულ პოსტში 110 ათას დოლარს იღებენ. ამასთანავე, ეს რიცხვი ორჯერ აღემატება იმ თანხას, რომელსაც კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია იღებენ თითო პოსტში.