ფილმის “შეუსრულებელი მისია 7” გადაღებები კორონავირუსის გამო შეწყდა

115

ფილმ “შეუსრულებელი მისიის” მეშვიდე ნაწილის გადაღებები იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყდა. როგორც კინოკომპანია Paramount-ში აცხადებენ, ზომები გადამღები ჯგუფისა და მსახიობების უსაფრთხოების გამო იქნა მიღებული.

ფილმის პრემიერა 2021 წლის ივლისსშია დაგეგმილი, ხოლო რეჟისორი კრისტოფერმაკ–კუორია. ფილმში მონაწილეობენ ტომ კრუზი, რებეკა ფერგიუსონი, ვანესა კირბი, საიმონ პეგი და სხვები.