ბელგიაში ერთ–ერთი საქველმოქმედო მაღაზიის თანამშრომლებმა ჰოლივუდის ვარსკვლავების სურათებით სავსე ალბომი იპოვეს. მასში 90–იან წლებში გადაღებული დაახლოებით 200 სურათია, რომელზეც შუახნის ქალბატონი ცნობილ ადამიანებთან ერთად პოზირებს. ერთ–ერთი სურათზე შესაძლებელი გახდა ბეიჯზე წარწერის გარჩევა, მისი სახელი მარია სნეის–ლაგლერი აღმოჩნდა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გაარკვია, რომ ქალბატონი 2016 წელს გარდაცვლილა.






















