ჯენიფერ ლოურენსი Don’t Look Up-ში მთავარ როლს შეასრულებს

64

ამერიკელი რეჟისორის ადამ მაკკეის ფილმში „Don’t Look Up“ მთავარ როლს მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი შეასრულებს.

კომედიური ჟანრის ფილმში ლოურენსი ასტრონავტის როლში მოგვევლინება. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება, ლოურენსის გმირს კი სურს, ამის შესახებ მთელი პლანეტის მოსახლეობა გააფრთხილოს.

ცნობილია, რომ Don’t Look Up-ის გადაღებები აპრილში დაიწყება, თუმცა უცნობია როდის გაიმართება პრემიერა.