ტოკიოში გიორგი შენგელაიას ხსოვნის პატივსაცემად რეჟისორის კუთხე მოაწყვეს

46

ტოკიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ კინოთეატრში, კერძოდ კი „ივანამი ჰოლში“, ქართველი რეჟისორის შემოქმედების მოყვარულმა იაპონელმა საზოგადოებამ, გიორგი შენგელაიას ხსოვნის პატივსაცემად მისი კუთხე მოაწყო. ინფორმაციას საქართველოს კინოაკადემია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 1970 წლიდან სწორედ ამ კინოთეატრში დაიწყო გიორგი შენგელაიას შემოქმედების ჩვენება.

ცნობისთვის, 82 წლის ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 2020 წლის, 17 თებერვალს გარდაიცვალა.