მილანში მოდის კვირეულზე მარია ანტუანეტას სტილი გააცოცხლეს

82

ბრენდმა Moschino მილანში შემდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. კრეატიულმა დირექტორმა ჯერემი სკოტმა ამჯერად საფრანგეთის დედოფლის, მარია ანტუანეტას სტილი არჩია.

“საფრანგეთის დედოფალს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა, აუცილებლად მოირგებდა ამ კოლექციას”, – წერს New York Post.

შოუში სხვა სუპერმოდელებთან ერთად მონაწილეობა ირინა შეიკმაც მიიღო, რომელმაც შავი კაბა წარმოადგინა.

როკოკოს სტილის მასიური და ფერადი ვარცხნილობები შოუს განუყოფელი ნაწილი გახდა.