Warner “მეგობრების” დაბრუნებას ადასტურებს

134

მულტიმედია კონგლომერატი WarnerMedia პოპულარული სერიალის “მეგობრების” დაბრუნების შესახებ განცხადებას აკეთებს. გადაღებებზე სტრიმინგ-პლატფორმა HBO Max იზრუნებს.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორი და პროდიუსერი ბენ უინსტონი იქნება, რომელიც ორიგინალური სერიალის პროდიუსერებთან ითანამშრომლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე მსახიობი პროექტში მონაწილეობის სანაცვლოდ მინიმუმ 2,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

მსახიობ ჯენიფერ ენისტონის Instagram გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ახალი სერია 2020 წლის მაისში გამოვა.